erekle_dzegli

ერეკლე მეორემ ლაშქრობაში მონაწილეობა პირველად 12 წლის ასაკში მიიღო.

vaxtangVI

პირველი წიგნი, რომელიც ვახტანგ მეექვსემ სტამბაში დაბეჭდა, სახარება იყო.

demetre

დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

vaja

ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

სტალინი ჟურნალ “ივერიაში” სოსელოს ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს.

dodashvili

ნიკოლოზ ბარათაშვილი გიმნაზიაში მასწავლებელმა, სოლომონ დოდაშვილმა გაკიცხა იმის გამო, რომ მისი სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო.

baratashvili

ნიკოლოზ ბარათაშვილმა საკუთარი ბიძა ილიკო ორბელიანი დუელში გამოიწვია.

samadashvili

გალაკტიონი ნიკო სამადაშვილს საქართველოს დიდ პოეტს უწოდებდა.

cinamdzgvrishvili iliaილია წინამძღვრიშვილმა სახელმძღვანელო ”ვაზის მოშენება” 1889 წელს ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით გამოსცა.

melashviliაჰმედ მელაშვილს გურჯთა ილია ჭავჭავაძეს ეძახდნენ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
« ბიოგრაფიები / გიორგი გეგეჭკორი (1923-2003)

გიორგი გეგეჭკორი (1923-2003)
ბიოგრაფია
| | ბიოგრაფიას გაეცნო: (3648)

მსახიობი,  სახალხო არტისტი.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში „ბედი მგოსნისა“  განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა გოგი გეგეჭკორს. შემდეგ იყო დონ სეზარი („დონ სეზარ დე ბაზანი“), მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი („ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ მესამე“). ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნაში“ ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს“, სადაც გოგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს.

კინოში 50-მდე როლი შეასრულა: „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „წარსული ზაფხული“, „არდადეგები“, „ნატვრის ხე“, „ბათა ქექია“, „წიგნი ფიცისა“. იწვევდნენ საბჭოთა კავშირის  კინოსტუდიებშიც.


გოგი  გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ  სევდით, გადმოეცა სათქმელი და მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად.

მდიდარ არტისტულ თვისებებსა და მაღალ პროფესიონალიზმთან  ერთად, გოგი გეგეჭკორი აღიარებული იყო, როგორც პიროვნულად თავმდაბალი, ინტელექტუალური  შემოქმედი.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


2014 წელი - ოქტომბერი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031