gorgasali

ვახტანგ გორგასალი ცხენს მხრებზე გადაიდებდა და ისე ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე.

sulxan_saba

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე “სიტყვის კონა” 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

აკაკი წერეთელმა ლექსი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.

vaja

ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

dodashvili

ნიკოლოზ ბარათაშვილი გიმნაზიაში მასწავლებელმა, სოლომონ დოდაშვილმა გაკიცხა იმის გამო, რომ მისი სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო.

qartvelishviliამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) იყო.

qetevan camebuliშირაზში სასტიკი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სხვადასხვა დროს საქართველოში, ინდოეთში, რომსა და ბელგიაში ინახებოდა.

mama andria1966 წლის 3 აპრილს დაბადებული პაატა ყურაშვილი 1992 წლის 3 აპრილს მამა ანდრიას სახელით ბერად აღიკვეცა.

olgaილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით "კუკლუშკის" ეძახდა.

melashviliაჰმედ მელაშვილს გურჯთა ილია ჭავჭავაძეს ეძახდნენ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
« ბიოგრაფიები / რევაზ ლაღიძე (1921–1981)

რევაზ ლაღიძე (1921–1981)
ბიოგრაფია ფოტო
| | ბიოგრაფიას გაეცნო: (3004)

ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1939 წელს თბილისის IV სამუსიკო სასწავლებლის (ვიოლინოს განხრით) დამთავრების შემდეგ, რევაზ ლაღიძე უკრავდა ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრში, 1948 წელს კი  დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი).

ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“, მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ და „კომბლე“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, რამდენიმე საგუნდო სიმღერა–კანტატა, საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. ის წერდა მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვა).

ლაღიძე ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით  სარგებლობს მისი ნაწარმოები „სიმღერა თბილისზე“.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე , 1964 წლიდან კი – კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი.


2014 წელი - ივლისი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031