demetre

დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

farnavazi

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და 65 წელი იმეფა.

sulxan_saba

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე “სიტყვის კონა” 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

აკაკი წერეთელმა ლექსი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.

dodashvili

ნიკოლოზ ბარათაშვილი გიმნაზიაში მასწავლებელმა, სოლომონ დოდაშვილმა გაკიცხა იმის გამო, რომ მისი სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო.

qoridzeფილიმონ ქორიძე "ლა სკალაში" მღეროდა.

mama andria1966 წლის 3 აპრილს დაბადებული პაატა ყურაშვილი 1992 წლის 3 აპრილს მამა ანდრიას სახელით ბერად აღიკვეცა.

cimakuridzeდავით ციმაკურიძე (მოჭიდავე) იყო ქართველ სპორტსმენთა შორის პირველი, ვინც  ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

olgaილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით "კუკლუშკის" ეძახდა.

chavchavadze aleqs”საქართველოს პირველი კაცი” - ასე უწოდებდნენ თანამედროვენი ალექსანდრე ჭავჭავაძეს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
« ბიოგრაფიები / ფატი ხუნდაძე (1895-1978)

ფატი ხუნდაძე (1895-1978)
ბიოგრაფია
| | ბიოგრაფიას გაეცნო: (2312)

მეცნიერი-ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915 - 1918 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც 1924 წელს დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წელს ხუნდაძე საქართველოში დაბრუნდა.

მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

დ. უზნაძესთან ერთად ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარებისა და ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.

გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.


2014 წელი - ოქტომბერი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031