demetre

დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

farnavazi

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და 65 წელი იმეფა.

giorgiI

გიორგი პირველი 12 წლის ასაკში მართავდა საქართველოს.

sulxan_saba

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე “სიტყვის კონა” 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

აკაკი წერეთელმა ლექსი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.

სტალინი ჟურნალ “ივერიაში” სოსელოს ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს.

samadashvili

გალაკტიონი ნიკო სამადაშვილს საქართველოს დიდ პოეტს უწოდებდა.

mama andria1966 წლის 3 აპრილს დაბადებული პაატა ყურაშვილი 1992 წლის 3 აპრილს მამა ანდრიას სახელით ბერად აღიკვეცა.

cimakuridzeდავით ციმაკურიძე (მოჭიდავე) იყო ქართველ სპორტსმენთა შორის პირველი, ვინც  ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

olgaილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით "კუკლუშკის" ეძახდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
« ბიოგრაფიები / წმინდა ნინო (IV საუკუნის I ნახევარი)

წმინდა ნინო (IV საუკუნის I ნახევარი)
ბიოგრაფია
| | ბიოგრაფიას გაეცნო: (6205)

კაბადოკიელი ქალწული ნინო წმინდა გიორგის ახლო ნათესავად ერგებოდა და სახელგანთქმული და პატიოსანი მშობლების შვილი იყო. რომის მხედართმთავრ ზაბულონს და იერუსალიმის პატრიარქის დას, სოსანას, ეს ერთადერთი ასული ჰყავდათ. როდესაც ნინოს თორმეტი  წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმინდა ქალაქში ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და უდაბნოს მიაშურა. იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა ნინო აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. სარა ქრისტიანულად ზრდიდა ქალწულს და უამბო, როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.
ამ დღიდან ნინო მხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და ქრისტეს პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა. მარიამმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი და მე ვიქნები შენი მფარველი. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს? ღვთისმშობელმა ხილული და უხილავი მტრისგან დასაცავად ვაზის ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს ხელში ჯვარი ჰქონდა. ნინომ ბიძას გაუმჟღავნა საქართველოში საქადაგებლად წასვლის სურვილი. იუბენალმა გზა დაულოცა.

ნინო ეფესოში შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს, მის გამზრდელ გაიანეს და ქრისტეს რჯულზე მოაქცია ისინი. ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ გადაწყვიტა, ცოლად შეერთო რიფსიმე. ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხითში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მდევარი დაადევნა და სომეხთა მეფეს უბრძანა: რიფსიმე მე გამომიგზავნე, დანარჩენები კი დახოცეო. მეფე თრდატმა იპოვა ქალები, აწამა რიფსიმე, გაიანე და ის ორმოცდაათი ქალწული. ვარდის ბუჩქებში დამალული ნინო გადარჩა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს.
წმინდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. ქალწულმა იქ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა არმაზში ნინოს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა - გაცისა და გაის წინაშე. შეწუხდა ქალწული და იესო ქრისტეს შესთხოვა, მოხედოს ამ ერს და ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს. ამ დროს დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და კერპები დაამსხვრია. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმინდა ნინო სამეფო ბაღში, მაყვლოვნში დასახლდა. ექვსი წელი აქ გაატარა, დღე და ღამე ლოცულობდა, ხალხს კურნავდა. წმინდა ნინოს ლოცვით უშვილო ოჯახს ღმერთმა  შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა ქრისტე აღიარა  და წმინდანს დაემოწაფა. თანდათან ნინოს ირგვლივ  ქრისტეს რჯულის თაყვანისმცემელნი შეიკრიბნენ. ამ დროს ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა. დედოფლის სასოწარკვეთილი მსახურნი ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. ნინო არ გაჰყვა და დედოფალი დაიბარა თავისთან. ნანა დედოფალი დამორჩილდა მის ნებას და ეახლა. წმინდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ ქრისტე იწამა.

ქრისტიანთა მომრავლებით გაბრაზებული მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე გასწორებოდა ყველას.  ნადირობისას მოულოდნელად თხოთის მთაზე მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიანი დიდხანს ამაოდ სთხოვდა კერპებს შველას. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოისაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმინდა ნინო და მოინათლა. ეს მოხდა 326 წელს.

პირველი ტაძარი აშენდა იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი იყო დაკრძალული და ეწოდა სვეტიცხოველი, მის პირდაპირ კლდეზე კი აღიმართა დიდი ჯვარი. შემდეგ ნინო სხვა კუთხეებში წავიდა საქადაგებლად და ბევრი გააქრისტიანა. ბოლოს კი ბოდბეს დამკვიდრდა, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალეს. მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმინდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა. ეს თხზულება დაცულია  წიგნში  „მოქცევაი ქართლისაი“.


2014 წელი - აპრილი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930